loader

“მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, ხელი დამარტყა... ცუდად ვარ ამას რომ ვწერ“ - ვიდეოს ავტორის თქმით, მას ავტობუსში შეხსნილი პიჯაკის გამო გაუსწორდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, ხელი დამარტყა... ცუდად ვარ ამას რომ ვწერ“ - ვიდეოს ავტორის თქმით, მას ავტობუსში შეხსნილი პიჯაკის გამო გაუსწორდნენ

“ეს "კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რაშენი საქმეა მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი.

მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია, მერე კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა.

მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი სადაც 112 დავრეკე. ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა.

ავტობუსში ზოგიერთი "ქალი" მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს რადგან ცუდად ვარ ამას რომ ვწერ. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს.

ამ ნაძირალას და ყველას იმ ავტობუსში ვინც ჩემი უფლებები შელახა აუცილებლად ვაგებინებ პასუხს! გახსოვდეთ ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ. ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა. გახსოვდეთ ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - წერს ლუკას აბლოთია და ავტობუსში მომხდარი მძიმე ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.