რა თქვა მალგოჟატა გოშიევსკამ "ვივა მედთან"
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟეტა გოშევსკას არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და არც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. მალგოჟეტა გოშევსკას თქმით, მას ამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას უთხრეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი და არც ქართველი დეპუტატია.