ვრცელდება დაპირისპირების კადრები თბილისის საკრებულოდან - გაწევ-გამოწევა დეპუტატებს შორის
თბილისის საკრებულოში ხმაური იყო. საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, იყო გაწევ-გამოწევა.
დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წევრი დეპუტატები მონაწილეობდნენ.
დაპირისპირება საკრებულოს დერეფანში დაიწყო, რაც სხდომათა დარბაზშიც გაგრძელდა.
დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.