loader

"ასეა გატრუნული მთელი ქვეყანა, რაღაც ინტერესის გამო, ასე იგებს ის ბრძენი კაცი" - ზურა ჯაფარიძე სახალხო დამცველების კანდიდატებს აკრიტიკებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეა გატრუნული მთელი ქვეყანა, რაღაც ინტერესის გამო, ასე იგებს ის ბრძენი კაცი" - ზურა ჯაფარიძე სახალხო დამცველების კანდიდატებს აკრიტიკებს

"გეშინიათ გვარამიას თუ დაიცავთ, ნაცებს დაგიძახებენ? ასეა გატრუნული მთელი ქვეყანა, ასე იგებს ის ბრძენი კაცი", - ასე მიმართავს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ომბუდსმენობის კანდიდატებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"გუშინ 3.5 წლით ციხეში ჩასვეს გვარამია

გვარამია იყო ერთერთი ყველაზე პოპულარული კრიტიკული არხის მფლობელი, მმართველი, ფინანსური უზრუნველჰყოფის გარანტი, პოლიტიკური თოქ შოუს წამყვანი

გვარამია იყო ვინც აცოცხლებდა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, პრაქტიკულად ის ქმნიდა მნიშვნელოვანწილად ამ პარტიის დღის წესრიგს

მისი დაჭერის შემდეგ არხს აქვს უმძიმესი ფინანსური პრობლემები, იმ პარტიას კი მისივე ამომრჩეველი სანთლით ეძებს

დაიჭირეს იმიტომ რომ მეუღლეს ათხოვა კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა

არავის, არცერთ ჭკუათმყოფელს ოდნავადაც კი არ ეპარება ეჭვი რომ მისი ციხეში გაშვების მოტივი პოლიტიკურია

აშშ-ს საელჩომ დაწერა:

"იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა."

დაემშვიდობეთ ევროპასო.

ამ დროს ე.წ. პარლამენტში მიმდინარეობს ცირკი სახელწოდებით "ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენები."

ჰოდა ვეძებე და ვერ ვიპოვე ამ "კანდიდატების" რეაქცია გვარამიას დაკავებაზე.

ნუ, ვისაც ვცნობ სახელით და გვარით იმათი. სადმე მოვალეობის მოხდის მიზნით თუ თქვეს რამე არ ვიცი, მაგრამ არ იძებნება არაფერი.

ბიძინას მსახურების ხმები გინდათ? გეშინიათ, გვარამიას თუ დაიცავთ და ქართულ მართლმსჯულებაზე რამე ცუდს იტყვით, "ნაცებს" დაგიძახებენ?

სადღაც გულის კუნჭულში მაინც გაქვთ იმედი რომ აგირჩევენ? რა იცი რა ხდება? და რომ აგირჩევენ, მერე გამოიბამთ ტრა**ს და დაიწყებთ ჩაგრულების დაცვას?

სადაც გავლენიანი ადამიანი დაუცველია, გავლენის არ მქონეთა უფლებები ბუნებაშიც არ არსებობს. დიაგნოზია, რაც ხდება ჩემი აზრით. აი ეს არის დიაგნოზი იმისა რაც გვჭირს.

ასეა გატრუნული მთელი ქვეყანა, რაღაც ინტერესის გამო, ასე იგებს ის ბრძენი კაცი", - წერს ზურა ჯაფარიძე.