ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში გაძარცვეს - რა მოჰპარეს ფეხბურთელს და რას წერს უცხოური პრესა?
მძარცველებმა ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი Mini countryman-ი მოჰპარეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ავტომობილი კუმეს დასახლებაში, ფეხბურთელის სახლთან იყო. მედიის ინფორმაციით, ქართველმა ტალანტმა საჩივარი პოლიციაში უკვე შეიტანა.
კვარაცხელია დღეს საწვრთნელ ბაზაზე ჩვეულებრივ გამოცხადდა და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.
წყარო: corrieredellosport.it