loader

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა მიმართვას ავრცელებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება!

ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემს ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს.

მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება, იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!

სხვა საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდება მოგვიანებით" - წერს თორნიკე მამალაძე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, "მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ", განაჩენი გამოიტანა. ვრცლად წაიკითხეთ ipn.ge-ზე >>>>