loader

"საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

"ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე, სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა", - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა.

"პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად, დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2) დარღვევა.

როგორც იურისტმა, ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.

პირველ კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 15:00-ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა, გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ.

ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენტარებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები. დიდი გამარჯვებაა! მადლობა ყველას პ.ს. დარღვევა დადგინდა დახურული სასამართლო განხილვების გამო, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო. არ დადგინდა მტკიცებულებების მოპოვების და გამოყენების ნაწილში", - წერს დავით ჯანდიერი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, "მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ", განაჩენი გამოიტანა. ვრცლად წაიკითხეთ ipn.ge-ზე >>>>