"გაგახსენებთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა გვარამია პრეზიდენტს, 3 სიტყვა გამოიყენა..." - ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე
ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ უნდა გადაეცათ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის და დაიწყეს ტელეკომპანიის ძარცვა და 7 მილიონით გაძარცვეს. ეს დაადგინა სასამართლომ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი ნათელია და წესით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სივრცე არ უნდა რჩებოდეს, თუმცა ოპოზიცია სპეკულირებას მაინც ახერხებს.