loader

"ბარემ ისიც მიაწერეთ, ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი, ნუ დამაწერინებთ მე" - თამარ მაყაშვილი იმ ჟურნალისტს მიმართავს, რომლის ვიდეომაც მაყაშვილის გარშემო აჟიოტაჟი გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბარემ ისიც მიაწერეთ, ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი, ნუ დამაწერინებთ მე" - თამარ მაყაშვილი იმ ჟურნალისტს მიმართავს, რომლის ვიდეომაც მაყაშვილის გარშემო აჟიოტაჟი გამოიწვია

ჟურნალისტი ედო ჯავახიძე, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომაც მსახიობ თამარ მაყაშვილის გარშემო აჟიოტაჟი გამოიწვია, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"კარგი, გვეყო მართლა და მართლა. ყოველგვარ საზღვრებს სცდება ეს თავდასხმა უკვე. მოიხადა ბოდიში და სხვა ლოგიკური დასასრული ამ ამბავს ვეღარ ექნება. 2 დღეა ვფიქრობ ჩემსა და მაყაშვილს შორის მიმოწერის გამოქვეყნების სისწორეზე. აღარ ჩერდება ამ ადამიანზე წნეხი, თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ყველა ვხედავთ. ზიარდება ეს ვიდეო და დანაშაულის გრძნობა მაწუხებს უკვე. ამიტომ ვიდეოს ვშლი", - წერს ედო ჯავახიძე.

აღნიშნულს თამარ მაყაშვილი გამოეხმაურა. მსახიობის თქმით, ჟურნალისტმა ის გაწირა, თუმცა საზოგადოების 80%-მა მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"უკვე საკმარისია"? როგორ გავიგოთ? აქამდე არ იყო და დაგროვდა, აივსო კოკა შიგან? ბარემ ისიც მიაწერეთ, ედო, ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი? ჩვენ უკვე ვიცით! ვგონებ, ასე აჯობებს ყველასთვის! სჯობს, გვიან ვიდრე არასდროს, რისთვისაც იყო, ისიც მიაწერეთ, ხალხი რომ დაკვალიანდეს და გაერკვეს! ნუ დამაწერინებთ მე! და რა ტალღის აგორებასაც სჭირდებოდა ეს ყველაფერი! სირცხვილია უბრალოდ, ჩემი ასე უნებლიეთ გამოყენება! მე მაპატიეთ, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, ახლა მეც ვეღარ შევიკავე თავი! ბუმერანგის პრინციპია! მე გამწირეთ, მაგრამ არ გამოვიდა, საზოგადოების 80%-მა პროცენტმა არ გაიზიარა! რისთვისაც მადლობელი ვარ მათი!", - წერს თამარ მაყაშვილი.

მსახიობის გამოხმაურების შემდეგ ედო ჯავახიძემ თამარ მაყაშვილთან საუბრის ამსახველი ვიდეო ისევ გამოაჩინა სოციალურ ქსელში შემდეგი მინაწერით:

"პ.ს. ეს პოსტი წავშალე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალბატონმა თამარმა ვერ დააფასა და რაღაცები მაბრალა, იყოს აქ"...

იხილეთ ედო ჯავახიძის პოსტი, რომლის შემდეგაც თამარ მაყაშვილის გარშემო აჟიოტაჟი ატყდა:

"მოკლედ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თამარ მაყაშვილმა თქვა ფრაზა: "გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვივით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა". "იმედის" ჟურნალისტებიც ძალიან გაერთნენ ამ ფრაზაზე. მივწერე თამარ მაყაშვილს პირადად, რასაც მის ამ სამარცხვინო ქცევაზე ვფიქრობდი და პასუხი კიდევ უფრო სამარცხვინო მივიღე. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს, საჯაროდ, აჭარლებს გვამადლის რაღაცებს. მოკლედ, აი, ჩემი და მისი მიმოწერა.პ.ს. ეს ადამიანი არის საჯარო პირი და მასთან მიმოწერაც მაქვს საჯარო თემაზე, ამიტომ შენიშვნას პირადი შეტყობინების გამოქვეყნებაზე არ მივიღებ...

გადაცემის ლინკი: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=5290743817701955&id=100002991666704&mibextid=TYB3uf".

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­ულ­მა სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ­მა თე­ატრმა მსა­ხი­ო­ბი თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო სპექ­ტაკ­ლი­დან მოხ­სნა. თე­ატ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ თე­ატ­რი ემიჯ­ნე­ბა და­სის წევ­რის, თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ში­ნა­არ­სის გა­მო­ნათ­ქვამს.