რა ხდება ამ წუთებში ლენტეხში? - "მერის კაბინეტი დაცხრილეს, ფანჯარას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი"
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. მომხდარი ფაქტის დროს შენობაში არავინ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ვიდეო: "ფორმულა"