"გავიღვიძეთ და აი, ასეთი სიტუაციაა" - რა ვიდეო ვრცელდება ხაშურიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ხაშურში რომ გადმოვდიოდი საცხოვრებლად, არ ვიცოდი, ვენეციაში თუ ამოვყოფდი თავს", - ხაშურში მცხოვრები მოქალაქე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.
"გაგარინის ქუჩა უნდა ნახოთ, მთიდან წამოსული წყალი პირდაპირ სახლში შემოდის...
ხაშურს პატრონი არ ჰყოლია და არც ეყოლება...
სასაცილოს აქ ვერაფერს ვხედავთ, ასეთი მდგომარეობაა ჩვენს ქუჩაზე, მოუწესრიგებელი საცხოვრებელი ბინის ეზოები, წყალი, ტალახი...
ხაშური, ვით ციმბირი, ვენეცია, ამერიკა...
თამარ მეფის ქუჩაზეც არაა ნაკლები. ხალხს ლამის სახლში შეუვიდეს კანალიზაცია. მაგრამ ვინაა პატრონი...
ეგ რა არის, თქვენ პუშკინის ქუჩაზე გამოდით, რა ამბავია... ვინ არის პატრონი...
ძლიერი, გადაუღებელი წვიმების დროს ამერიკაშიც იტბორება, არა მხოლოდ ქუჩები, სახლებიც… რა იყო ყველაფერზე წუწუნი… ბოტები ჩაიცვით...
აბა, მეორე ნიუ-იორკიაო…
აბა, გახარია რომ ჩაატარეს ცენტრალურ ქუჩაზე და ეგ ეგონა ხაშური სულ, გაეტარებინათ გარე ქუჩებზე და ნამდვილ ხაშურს დაინახავდა" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ვიდეოს "TV ივერია" აქვეყნებს.