loader

"გვაქვს საკადრო ცვლილებები" - ვინ დატოვა თანამდებობა თბილისის მერიაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვაქვს საკადრო ცვლილებები" - ვინ დატოვა თანამდებობა თბილისის მერიაში?

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან ნაროუშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ პოსტზე მას გიორგი აბუთიძე შეცვლის.

„მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. მან მიიღო გადაწყვეტილება კერძო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით. ზოგადად, კერძო სექტორი ძალიან დიდ კონკურენციას გვიწევს კადრების წაყვანის თვალსაზრისით. მინდა, მადლობა ვუთხრა ლევანს იმ შრომისთვის, რომელიც წლების განმავლობაში, გასწია ჩვენი ქალაქისთვის, ყველა იმ სამსახურისთვის, სადაც საქმიანობდა. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად, საკრებულოს მომდევნო დღეებში გადაეგზავნება.