loader

"ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა რა" - ინგა გრიგოლია თამარ მაყაშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა რა" - ინგა გრიგოლია თამარ მაყაშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია მსახიობ თამარ მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

"ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა რა! ყველა ადამიანს მოსდის უნებლიე შეცდომა. ხანდახან ისეთი რამ წამომცდენია, მერე წლები მინანია. წარმოუდგენელია, რაც მსახიობ თამარ მაყაშვილს მოუწყვეს!

ადამიანმა რაღაც თქვა (ვერ დავიჯერებ, რომ უამრავ თქვენგანს არ გქონიათ როყიო წამოძახილი. მე მქონია!) მერე ბოდიში მოიხადა და ამის მიუხედავად თეატრიდან გამოუშვეს!

პირადად სულ არ ვიცნობ და პირადი მეგობრობა არ მაწერინებს ამ პოსტს! ამ უსამართლობით და შეურცხყოფებით სავსე ქვეყანაში, კარგმა მსახიობმა რაღაც თქვა, თუნდაც არმოსაწონი და ასეთი ჯოჯოხეთი მოუწყო?!

ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი! მძაგს და საშინლად მანერვიულებს ადამიანების კოლექტიური ჩაქოლვა! ჩემი მხარდაჭერა თქვენ, თამარ მაყაშვილი. ესეც გაივლის! სირცხვილი ბათუმის თეატრს!!", – წერს ინგა გრიგოლია.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­ულ­მა სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ­მა თე­ატრმა მსა­ხი­ო­ბი თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო სპექ­ტაკ­ლი­დან მოხ­სნა.

თე­ატ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ თე­ატ­რი ემიჯ­ნე­ბა და­სის წევ­რის თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ში­ნა­არ­სის გა­მო­ნათ­ქვამს.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა მსა­ხი­ო­ბის მიერ "იმედ­ზე“ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მა­ყაშ­ვილ­მა "ხუ­ლო­ე­ლი ბავ­შვი“ და­მაკ­ნი­ნე­ბელ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია, რის გა­მოც მან მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.