"როცა უყურებენ "კვარას", ხედავენ მარადონას" - CNN ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
"როცა უყურებენ "კვარას", ხედავენ მარადონას" - CNN ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ "ნაპოლის" ქართულ სენსაციას "კვარადონა" დაერქვა.
"ნაპოლის" გულშემატკივრების მიერ [კვარაცხელიას] მარადონასთან შედარება უკავშირდება იმედს, რომ ეს იმ წარმატებებს მოიტანს, რომელიც მარადონამ მოიტანა. მარადონას მემკვიდრედ არაერთი მოთამაშე შერაცხეს, თუმცა სერია A-ს მესამე ტიტული "ნაპოლისთვის" მიუღწეველი დარჩა. შემდეგ, ივლისში, "ნაპოლიში" ქართველი თავდამსხმელი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში დიდი ხმაურის გარეშე ჩავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ", - წერია სტატიაში.