"არ იცით, რომ, რაც თავში მოსდის, ეგრევე ლაპარაკობს, ხუმრობს?" - რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი ბათუმის დრამატული თეატრის მიერ თამარ მაყაშვილის სპექტაკლიდან მოხსნის ფაქტზე?
თამარ მაყაშვილის არცთუ ისე სასიამოვნო განცხადებამ "ტვ იმედის" ეთერში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოგვიანებით თამარ მაყაშვილმა უამრავი ბოდიში მოიხადა თავისი განცხადების გამო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა როლიდან მოხსნა ზუსტად ზემოაღნიშნული “წამოსროლილი” წინადადების გამო. უამრავმა ცნობილმა ქართველმა თამარ მაყაშვილს მხარი დაუჭირა და მის მიმართ თბილ სიტყვებს არ იშურებენ. ერთ-ერთი მათგანია მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელიც თამარ მაყაშვილს სოციალური ქსელით საჯაროდ დაუდგა გვერდში.
“ხულელი ბავშვებიც მიყვარს, ბეშუმელიც, ადიგენელიც და აფრიკელიც, მაგრამ ვისაც ვინმეზე არ დაგიცინიათ, გამობრძანდით და პირველი ქვა თქვენ ესროლეთ თამარ მაყაშვილს. ამდენი წელია არ იცნობთ ამ ქალს? არ იცით, რომ, რაც თავში მოსდის, ეგრევე ლაპარაკობს, ხუმრობს? და არ იცით, რომ ბოროტი და ცინიკოსი ქალი არ არის? თან ათასი ბოდიში მოიხადა ქალმა!!! ასეთი ანგელოზები საიდან დაიბადეთ?? როგორც ვატყობ, ისეთი სუფთა ენები და სულები გაქვთ, რომ ჯოჯოხეთში მარტო მე და თამრიკო მოვხვდებით!!! ოხ, რა დამპალი ხალხი ვართ!!! აქ არ შემომიხტეთ ახლა ეს ნეო ქართველები, თორემ ზრდილობის არსებობას დავივიწყებ!!!” – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.