loader

ცნობილია, როდის ჩამოასვენებენ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, როდის ჩამოასვენებენ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო გურგენ გაგნიძის უკრაინიდან საქართველოში გადმოსვენების პროცესი.

"3-ში დილით, გამთენიისას ჩამოასვენებენ თბილისში და ჩემი თხოვნაა, დახვდეთ. ძალიან მაგარი ბიჭი. ბახმუტთან დაიღუპა. იყვნენ დაზვერვაში და სამწუხაროდ, ჩასაფრებაში მოყვნენ. თანამებრძოლებმა გვითხრეს, რომ ბიჭმა ლომივით იბრძოლა, მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ. ძირითადად იქ მობილიზებულია ვაგნერის ხალხი და სერიოზულ ჩასაფრებაში მოყვნენ", - ამბობს ვანო ნადირაძე. შეგახსენებთ, რომ გურგენ (გუგა) გაგნიძე უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ პუტინის ომს შეწირული 23-ე ქართველია.