loader

"კი, ამ ვიღაც ობობას ფსევდონიმს ამოფარებულ ნაძირალას მივწერე და ნუ, მერე შევაგინე!" - ალეკო ელისაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კი, ამ ვიღაც ობობას ფსევდონიმს ამოფარებულ ნაძირალას მივწერე და ნუ, მერე შევაგინე!" - ალეკო ელისაშვილი

"ტაბულამ" დადო ჩემი პირადი მიმოწერა ვიღაც გარეწართან - gaius marius oboba-სთან, რომელიც აგდებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახს - ჩემს ცოლს და ჩემს შვილებს! კი, პირადად მას, ამ ვიღაც ობობას ფსევდონიმს ამოფარებულ ნაძირალას მივწერე, რომ თუ ჩემს ოჯახს აწი რაიმე კონტექსტში კიდევ მოიხსენიებდა... და ნუ, მერე შევაგინე!" - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არავის მისცემს.313871079-10229840511055946-2721168851629546633-n-1667289035.jpg

"კი, მე მივწერე ზუსტად და ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ძალიან კარგად ვიცი, რაცაა თმენის ვალდებულება. ძალიანაც ბევრს ვითმენ და ბევრისგან მომითმენია, იმიტომ რომ პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკოსი ვარ. მაგრამ არის წითელი ხაზები და უპირველესი წითელი ხაზი არის ოჯახი! მე რამდენიც გინდა მაკრიტიკეთ, მლანძღეთ, შეურაცხყოფაც მომაყენეთ ჯანდაბას, მაგრამ ოჯახი არის ხელშეუხებელი და წმინდა და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ეს იცოდეს ყველამ ობობებმაც, მისმა პოლიტიკურმა მფარველებმაც და ყველამ", - წერს ელისაშვილი. 313440142-10229840516096072-3918336468223998243-n-1667289197.jpg

აღნიშნულს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოეხმაურა:

"ძალიან საძაგელი და მყრალი ელისაშვილის შარაგზის დრამაში იცით, რა არის? ცოლ-შვილს რომ "იცავს". სინამდილეში საკუთარ ეგოს იფხანს - "ფეისბუქი გამოვურთეც" საკუთარი ეგოს ფხანაა. ისიც მისი ეგოს შესახებაა, რომ არ უნდოდა ოჯახს ენახა, როგორ ათრევენ. და "ობობებსაც" იმიტომ დაესხა თავს ინბოქსში დედის გინებით, რომ ზუსტად იცის, პირადად მას დასცინა, და საკუთარი შელახული ეგოს გამო აგინა ოჯახის სიწმინდის სახელით დედა. არაფერ შუაშია ოჯახი და ცოლ-შვილი. ცოლს ვინც პატივს სცემს, შინაური ცხოველივით არ მოიხსენიებს. მოკლედ, გამორჩეულად ბანძი როჟაა".