loader

ცნობილია, ვინ არის გოგონა, რომლის ფოტომ გუშინ სოციალური ქსელი მოიცვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, ვინ არის გოგონა, რომლის ფოტომ გუშინ სოციალური ქსელი მოიცვა

გუშინ გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანდა, რომ გოგონა ჩვილ ბავშვთან ერთად "გლოვოს" კურიერად მუშაობდა. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ადამიანი დაინტერესდა, ვინ არის ეს გოგონა. როგორც ირკვევა, ის 26 წლის დარინაა, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

"გამარჯობა. რადგან უამრავი ჩემი მეგობარი აზიარებს ფოტოს და სურს გაიგოს სუპერდედიკოს ვინაობა, ვინც ასე ძალიან ცდილობს მის შვილებზე ზრუნვას, გეტყვით რომ ეს გოგონა დარიაა, 26 წლის, ძალიან ყოჩაღი და მაგარი დედა.

ჩემი მრავალჯერ ხსენებული და შექებული. ორი შვილი ჰყავს, ბიჭი 1 წლის და 4 თვის, რომელიც ფოტოზე ნახეთ და გოგონა 8 წლის. ბევრი რამ გამოიარეს, ცდილობს ძალიან, რომ მის შვილებს სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ. ჩემს მეგობრებს ყველას გემახსოვრებათ მისი ისტორია…

ზედმეტად რომ არაფერი დავამძიმო, ავრორას, დარიას შვილის დაბადების დღე მოდის. ყოველ წელს ვცდილობთ მის გახარებას. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ვუთითებ მის ანგარიშის ნომერს: საქართველოს ბანკიGE43BG0000000525927634 ძალიან მიხარია, რომ უამრავი ადამიანი დაინტერესდა მათი ისტორიით.

დამატებით ინფორმაციას ალბათ დარია თავად გაგიზიარებთ, როცა ამას შეძლებს და სურვილი ექნება. ახლა მათთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია.და ხო, მართლა, ბევრმა აღნიშნა კომენტარებში, რომ ძლიერია, რომ ამაყად დადის, რომ დახმარებას არ ითხოვს. მათ ყველაზე მაგარი რამ აქვთ, ერთმანეთი ჰყავთ და რწმენა აქვთ, რომ აუცილებლად ყველაფერი გამოუვათ. მადლობა ყველას, ვინც გარშემომყოფებზე ზრუნავს, ხედავს და ცდილობს დაეხმაროს. აბა ჩვენ ვიცით, იმედია ბევრი გაიცნობთ და თავადაც შეაგულიანებთ, რომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ" - წერს ანა გვაზავა სოციალურ ქსელში.