loader

"არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები" - ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რას აცხადებენ შსს-ში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები" - ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რას აცხადებენ შსს-ში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით სპეცოპერაციები მიმდინარეობს.

"დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქში. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ამ ადამიანებს ქვეყანაში ნარკოტიკები სხვადასხვა გზით შემოჰქონდათ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებული. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა", - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.