loader

"უმორჩილესად გთხოვთ, არ გადაგვცვეთ ჩვენს ქვეყანას, იქ მოგვკლავენ" - დაღესტნიდან გამოქცეული ოთხი და, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს დახმარებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმორჩილესად გთხოვთ, არ გადაგვცვეთ ჩვენს ქვეყანას, იქ მოგვკლავენ" - დაღესტნიდან გამოქცეული ოთხი და, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს დახმარებას ითხოვენ

დარესტნიდან გამოქცეული 4 და საქართველოშია. 12 საათიანი ლოდინის შემდეგ რუსმა მესაზღვრეებმა ძალადობას გამოქცეულ ქალებს საზღვრის კვეთის უფლება მისცეს.

ლარსის გამშვები პუნქტიდან დები მას შემდეგ გადმოუშვეს, რაც საქმეში ჩრდილო-კავკასიაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ.

რელიგიური ნიშნით გამოქცეულ ქალთა ადგილსამყოფელი მათივე უსაფრთხოებისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ოჯახების დევნას გაოქცეულები ახლა მათი უფლებების დაცვას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ნათესავები საქართველოში ჰყავთ და გამორიცხული არ არის, რომ მათი ლიკვიდაცია აქაც მოხდეს.

გოგონებტან ერთად მათი ადვოკატიც იმყოფება.

"უმორჩილესად გთხოვთ, არ გადამცეთ ჩემს ქვეყანას. იქ ჩემი მშობლები მომკლავენ.ჩვენ გამოვიქეცით სახლიდან, გამოვექეცით ძალადობას. გვცემდნენ, გვაიძულებდნენ გათხოვებას, განათლების მიღებას გვიკრძალადვნენ. გვეკრძალებოდა ყველაფერი, ირღვეოდა ჩვენი უფლებები. ხადიჯას აიძლებდნენ, რომ ცოლად ბიძაშვილს გაჰყოლოდა. ეს ჩვენთან ნორმად ითვლება, თმცა ჩვენთვის მიუღებელია", - ამბობდნენ ვიდეომიმართვაში, რომელიც საზღვრიდან გაავრცელეს.

დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრები ოთხ და, რომლებიც ოჯახის და ნათესავების ძალადობას გამოქეცნენ, რუსი მებაჟეები საქართველოს ტერიტორიაზე 12 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. ადგილზე გოგონების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მათ სახლში დაბრუნებას დაჟნებით ითხოვდნენ. ადგილზე სამართალმდაცველებიც გამოიძახეს და გამოქცეულებს გამოგონილი ბრალდებაც კი წარუდგინეს.

დები ამბობენ, რომ ოჯახის წევრები მათ რელიგიური ნიშნით დევნიან, მათზე ფიზიკურად ძალადობენ, ლახავენ მათ უფლებებს და ნათესავებზე გათხოვებას აიძულებენ. მათ ფაქტის დამადასტურებელი ფოტოებიც კი წარადგიბეს.

წყარო: "tv პირველი"