loader

უმძიმესი კადრები სეულიდან, სადაც "ჰელოუინის" აღნიშვნის დროს სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა - ვიდეოში ჩანს, როგორ უტარებენ ადამიანებს პირველად დახმარებას ქუჩაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები სეულიდან, სადაც "ჰელოუინის" აღნიშვნის დროს სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა - ვიდეოში ჩანს, როგორ უტარებენ ადამიანებს პირველად დახმარებას ქუჩაში

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში "ჰელოუინის" აღნიშვნის დროს ჭყლეტისას სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ადგილობრივ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, სეულის იონსანის რაიონის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩხვე სონ ბომი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან იტევონის გასართობ რაიონში მაშველები აგრძელებენ დაშავებულთა სეულის მასშტაბით საავადმყოფოებში გადაყვანას.

კორეის ეროვნული სახანძრო სააგენტოს წარმომადგენლის ჩოი ჩხონ სიკის ცნობით, ჭყლეტა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო “ჰამილტონთან” ვიწრო გზაზე ხალხის დიდი მასა წინ წასვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა დასახმარებლად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 400-ზე მეტი თანამშრომელი და 140 მანქანა მთელი ქვეყნიდან, მათ შორის სეულის მთელი პერსონალი.

ცნობისთვის, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სეულის იტევონის რაიონის ქუჩებში ჰელოუინის აღსანიშნავად დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო გამოსული.