loader

რა თქვა დის მკვლელობაში ბრალდებულმა დღეს სასამართლო პროცესზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა დის მკვლელობაში ბრალდებულმა დღეს სასამართლო პროცესზე?

რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეს ვიცი, მეტი არაფერი, - ამის შესახებ 35 წლის ზურაბ ალადაშვილმა, რომელიც დის მკვლელობაშია ბრალდებული, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ არ ახსოვს, თუ რა და როგორ მოხდა.

ალადაშვილის ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განმარტებით, ბრალდებული მომხდარს ძალიან განიცდის და შოკირებულია.

„ბრალდებულს გვიან ღამით შევხვდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადამიანი განადგურებულია, ამბობს, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი, რაც არ უნდა მომისაჯონ, ის ჩემთვის აღარაფერი იქნებაო. თავს არ იძვრენს ბატონო მოსამართლე, დუმილის უფლება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ამ ეტაპისთვის მას ყველაფერი ზედმიწევნით არ ახსენდება და ამიტომ ვერ ამბობს, რომ დაულაგებელი და უაზრო ნათქვამი არ გამოუვიდეს. როცა დროებითი მოთავსების იზოლატორში შევედი, ვუთხარი, ძალიან გთხოვ, სიმართლე მითხარი, რადგან შენ ისეთ სიტუაციაში ხარ ჩავარდნილი, მხოლოდ სიმართლე გადაგარჩენს-მეთქი, მაგრამ იფიცება, რომ არ ახსოვს, ალბათ, დადგება, როცა გაახსენდება მომხდარი. მის ინტერესში შედის, ყველაფერი გაიხსენოს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ბრალდების მხარეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დის მკვლელობაშ ბრალდებულ ზურაბ ალადაშვილს აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა. ის დუმილის უფლებას იყენებს.

26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.