"რუსი მობილიზებული სამხედროები ისე ცუდად არიან მომზადებული, რომ მალე ახალი ტალღა დასჭირდებათ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსი მობილიზებული სამხედროები ისე ცუდად არიან მომზადებული, რომ მალე ახალი ტალღა დასჭირდებათ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“დღეს მტერთან ანგარიშებს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ… თითქოს და ფრონტზე რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღების გაგზავნის არასაჭიროებაზე. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ. რუსეთი კი ცდილობს ჩვენს პოზიციებზე ზეწოლის გაძლიერებას მობილიზებულების გამოყენებით, მაგრამ ისინი ისე ცუდად არიან მომზადებულნი და ეკიპირებულნი, ისე უხეშად გამოიყენებიან ხელმძღვანელობის მიერ, რომ ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ: უკვე მალე რუსეთს შეიძლება ომში ხალხის ახალი ტალღის გაგზავნა დასჭირდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ახლანდელი ხელმძღვანელობა ყველანაირი ახალი საშუალების ძიებას დაიწყებს, რათა ომი გააგრძელოს, მათ შორის ირანის სახით “თანამზრახველთა” მეშვეობით.