loader

რას პასუხობს ლევან რატიანი ექთნის სკანდალურ ბრალდებებს? - სამსახურიდან გათავისუფლებულმა ექთანმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სასამართლოში დავა მოუგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას პასუხობს ლევან რატიანი ექთნის სკანდალურ ბრალდებებს? - სამსახურიდან გათავისუფლებულმა ექთანმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სასამართლოში დავა მოუგო

"მე მეგონა, მადლობას მეტყოდნენ, როცა საფრთხის მომცემ მედპერსონალს სამსახურიდან გავათავისუფლებდი. ნებისმიერ ასეთ დარღვევაში, სადაც დაარღვევს ნებისმიერი მედპერსონალი, ყველა ღონეს მოვიხმარ, რომ ასეთი ჩემს გუნდში არ იყოს. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება და პირობას ვიძლევი, რომ ქალბატონ ნინოს მსგავსი მედპერსონალი ჩემს კლინიკას არ ეყოლება", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა "ტვ პირველს" განუცხადა.

25 ოქტომბერს "სოლიდარობის ქსელმა" შრომითი დავის მოგების შესახებ განცხადება გაავრცლა.

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! - სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის წევრმა ექთანმა, ნინო კვაჭაძემ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაამარცხა. მან კლინიკას შრომითი დავა მოუგო. კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის მიერ დასაქმებულის წინააღმდეგ მოგონილი ბრალდებები არ დამტკიცდა.

ექთანი ნინო კვაჭაძე ამბობდა, რომ 2022 წლის ივნისის თვეში ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან დასაქმებული ითხოვდა უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს (ხელფასი თვეში დაახლოებით 400 ლარი). ექთნის განცხადებით, რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია.

ლევან რატიანის მხრიდან ყვირილის, მაგიდაზე ხელების ბრახუნისა და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ექთანი ნინო კვაჭაძე არ გატყდა და სიმართლე ბოლომდე დაიცვა. ამის გამო, რატიანმა ის დასაჯა - 3 დღის შემდეგ გაათავისუფლა, ყოველგვარი შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცესის დაცვის გარეშე!" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ვალდებულია, ექთანი სამსახურში აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს.