loader

"ჩვენ რომ მოვედით, გოგონა იწვა" - კადრები რუსთავიდნ, სადაც ავტომანქანა დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ რომ მოვედით, გოგონა იწვა" - კადრები რუსთავიდნ, სადაც ავტომანქანა დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

30 წლამდე ქალს ხელში 7 თვის ჩვილი ეჭირა, ასევე თან ახლდა 7 წლის ბავშვი. ქალი ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

მძღოლის თქმით, მან გზაჯვარედინზე რამდენიმე ავტომობილი გაატარა და შემდეგ განაგრძო მოძრაობა რა დროსაც მოახდინა შეჯახება, სავარაუდოდ მანქანამ ქალს ფეხზე გადაუარა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ვიდეო: "ინფო რუსთავი"