"როცა გამოვდიოდით "აზოვსტალიდან" არ გვჯეროდა, იმედი გადაწურული გვქონდა და გვეგონა, რომ დავიღუპებოდით" - რას ჰყვება "აზოვის“ მებრძოლი მარიუპოლისთვის ბრძოლზე, ტყვეობასა და თავისუფლებაზე?
ომი არა მხოლოდ მარიუპოლში, მთელს ფრონტზე მიდიოდა, კიევთან იყო ჯარი და თუკი დედაქალაქი დაეცემოდა, მაშინ არავითარი ტერიტორია აღარ დაგვრჩებოდა - ჩვენ მივიზიდეთ საკუთარ თავზე მტრის 14 000-იანი შენაერთი. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შესაძლებლობის და ტექნიკის მქონე შენაერთი შევბოჭეთ და არ მივეცით ადგილიდან დაძვრის საშუალება,- ამის შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა "აზოვის“ პოლკის მებრძოლმა ანატოლი ეგოროვმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
აზოვის მებრძოლმა ის მძიმე დღეები გაიხსენა, რომელიც ჯერ "აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკადაში შემდეგ კი რუსეთის ტყვეობაში გაატარა.