საქართველოს საზღვართან დააკავეს 2 კოლუმბიელი, რომლებმაც თურქეთში, ბანკიდან 2 ტომარა ფული მოიპარეს - ძარცვის ამსახველი კადრები
"სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს ორი უცხოელი, რომლებმაც სტამბოლში, შილეში, ტომრებით მოიპარეს დაახლოებით 2.5 მილიონი თურქული ლირა", - ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მათივე ცნობით, მძარცველებმა ერთ-ერთი ბანკის ფილიალი გაქურდეს, ტერიტორია კი ავტომობილით დატოვეს.
ქურდობის ფაქტი ბანკის თანამშრომლებმა მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ შენიშნეს, როცა აღმოაჩინეს, რომ ფული ადგილზე აღარ იყო.
პოლიციამ მძარცველების ვინაობა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით დაადგინა.
თურქული მედიის ინფორმაციით, მძარცველები კოლუმბიის მოქალაქეები, 43 და 40 წლის პირები არიან, რომლებიც სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში შესვლას ცდილობდნენ.