loader

"მათ ისე­დაც და­კარ­გეს მამაშვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ძვირ­ფა­სი 2 წელი, რა­საც ვე­რა­ვინ ვერ აუ­ნა­ზღა­ურებს" - რას განცხადებას ავრცელებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მათ ისე­დაც და­კარ­გეს მამაშვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ძვირ­ფა­სი 2 წელი, რა­საც ვე­რა­ვინ ვერ აუ­ნა­ზღა­ურებს" - რას განცხადებას ავრცელებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი?

"მარ­თა­ლია, მო­ვი­გეთ პრო­ცე­სი, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი შევ­ძე­ლით მისი შვი­ლის­თვის, რომ­ლის უფ­ლე­ბე­ბიც და­ირ­ღვა და შე­ი­ლა­ხა..." - ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ის ცნო­ბი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­წყე­ბულ საქ­მე­ებ­ზე წერს და ამ­ბობს, რომ "ეს საქ­მე­ე­ბი, თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ ზე­ი­მობს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში".

"ვეხ­მა­უ­რე­ბით ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე მო­რიგ ორ­კესტრი­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც კვლა­ვინ­დე­ბუ­რად გაჟ­ღენ­თი­ლია ცი­ლის­წა­მე­ბით და მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, რაც მიზ­ნად ისა­ხავს მო­რიგ ჯერ­ზე ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის და­შან­ტა­ჟე­ბას. ჩვენ მსგავ­სი კამ­პა­ნია უკვე გა­ვი­ა­რეთ ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად, რო­გორც სა­ქარ­თვლო­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ. ღირ­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მიზ­ნით, კარ­გად გვახ­სოვს ე.წ. “და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი”-ს გა­მო­ყე­ნე­ბით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა რო­გორ წა­მო­ი­წყეს რამ­დე­ნი­მე სა­სა­მარ­თლო დავა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნაღ­მდეგ.

ცხა­დია, ეს პრო­ცე­სი მიზ­ნად ისა­ხავს სპორ­ტსმე­ნის საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცის შე­ლახ­ვას, რა­საც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მისი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა უნდა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა. ყვე­ლა დავა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ტრი­უმ­ფა­ლუ­რად მო­ი­გო! კერ­ძოდ, ე.წ. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი-კა­ჭა­რა­ვას საქ­მე, რო­მე­ლიც ნი­კო­ლო­ზის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. მო­სარ­ჩე­ლე სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ით, ვინ­მე კა­ჭა­რა­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­წმუ­ნებ­და, რომ სა­სა­მარ­თლოს გზით და­ამ­ტკი­ცებ­და, ბა­სი­ლაშ­ვი­ლის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ გა­რი­გე­ბას, მე­ტიც მო­სარ­ჩე­ლე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყო­ველ­გვა­რი ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს გა­ყი­დულ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აბ­რა­ლებ­და.

თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლო­ში სა­პი­რის­პი­რო სუ­რა­თი და­ვი­ნა­ხეთ. მო­სარ­ჩე­ლემ, სა­კუ­თა­რი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის მი­მართ გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი, ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­დას­ტურ­და და გა­მო­იკ­ვე­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბი, კერ­ძოდ, მო­სარ­ჩე­ლე კა­ჭა­რა­ვას ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი იმ პერ­სო­ნა­ჟებ­თან, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ნი­კო­ლო­ზის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა გზე­ბით ცდი­ლო­ბენ მიზ­ნის მიღ­წე­ვას, მათ შო­რის, უცხო­უ­რი პრე­სის დახ­მა­რე­ბით!

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გერ­მა­ნელ­მა იუ­რის­ტებ­მა მყი­სი­ე­რად აღ­კვე­თეს უცხო­ურ პრე­სა­ში შეკ­ვე­თი­ლი მა­დის­კრე­ტი­რე­ბე­ლი სტა­ტი­ე­ბის გან­თავ­სე­ბის ფაქ­ტე­ბი, მე­ტიც, ავ­ტო­რებს მო­უ­წი­ათ გერ­მა­ნი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფაქ­ტე­ბის უარ­ყო­ფა და სტა­ტი­ე­ბის ინ­ტერ­ნეტ სივ­რცი­დან აღე­ბა. ეს კი­დევ ერთი პრო­ცე­სი იყო, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, სა­ქარ­თველ­ში ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­დაც მას ბრალს სდებ­დნენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ეკო­ნო­მი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში, ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში ნი­კო­ლო­ზი გა­მარ­თლდა და ამ ხანგძლივ სა­სამ­რთლო და­ვას, ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბით, წერ­ტი­ლი და­ეს­ვა.

რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ნი­კო­ლოზს არა­სო­დეს არ უძა­ლა­დია და ის პი­რი­ქით, ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და შან­ტა­ჟის მსხვერ­პლია. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ჩვენ მოწ­მე გავ­ხდით პა­რა­ლე­ლუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის, რო­მელ­მაც უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბი მი­ი­ღო, ე.წ. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­არხთან შე­თახ­მე­ბით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პა­რა­ლე­ლუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, გახ­სნეს ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და ამ გზით ცდი­ლობ­დნენ მაქ­სი­მა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­ზე, რაც მას, რო­გორც სპორ­ტსმენ­სა და ადა­მი­ანს სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­ნად­გუ­რებ­და, ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მყი­სი­ე­რი და მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცი­ის გამო.

კარ­გად და­გეგ­მილ­მა პიარ სტრა­ტე­გი­ამ მა­თი­ვე წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­შა­ვა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნიც მი­ა­ყე­ნა. ასეთ დროს, ცხა­დია, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა და­იც­ვა არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტე­რე­სი. დიახ, ჩვენ, ნი­კო­ლო­ზის ად­ვო­კა­ტებ­მა მარ­თა­ლია მო­ვი­გეთ ეს პრო­ცე­სი შთამ­ბეჭ­და­ვად და ყვე­ლა ეტაპ­ზე და­ვი­ცა­ვით ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი, თუმ­ცა ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ვე­რა­ფე­რი შევ­ძე­ლით მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის­თვის, რომ­ლის უფ­ლე­ბე­ბიც და­ირ­ღვა და შე­ი­ლა­ხა.

იმე­დი გვაქვს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე ახლა მა­ინც გა­ი­აზ­რებს იმ მძი­მე შეც­დო­მებს, რო­მე­ლიც და­უშ­ვა არას­რულ­წლო­ვან­თან მი­მარ­თე­ბა­ში და აღარ ჩა­ე­რე­ვა უხე­შად ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი­სა და თა­ვი­სი ვა­ჟის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მათ ისე­დაც და­კარ­გეს მამა-შვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ძვირ­ფა­სი 2 წელი, რა­საც ვე­რა­ვინ ვერ აუ­ნა­ზღა­რებს. და ბო­ლოს, ჩვენს მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ეს საქ­მე­ე­ბი, თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ ზე­ი­მობს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში..." - წერს ჭკა­დუა.