loader

“ბოლო დღეებია ხშირად ამბობთ ფრაზას: “ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი... მინდა გკითხოთ“ - თეონა გვაზავა კოლეგებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბოლო დღეებია ხშირად ამბობთ ფრაზას: “ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი... მინდა გკითხოთ“ - თეონა გვაზავა კოლეგებს მიმართავს

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი კოლეგებს მიმართავს:

“რაც შეეხება იურისტების ნაწილს, რომლებიც ბოლო დღეებია ხშირად ამბობთ ფრაზას “ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი. ჩვენ ბევრი გამამტყუნებელი განაჩენი გვინახავს და ვიცით’’. მინდა გკითხოთ:

1. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, დაზარალებულის მიერ სასამართლოში ფიქსირდება ათეულობით ტყუილი?

2. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, წარდგენილია ჩანაწერები სადაც მოძალადედ ცნობილი პირი მსხვერპლს ეხვეწება განქორწინებას და მსხვერპლი სასტიკად წინააღმდეგია?

3. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, წარდგენილია ჩანაწერები სადაც ასახულია მსხვერპლის მიერ მოძალადის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაწყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები?

4. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადე მსხვერპლთან პატრულის ან სოციალური მუშაკის თანდასწრებით დადის?

5. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადედ ცნობილი პირი მსხვერპლს ეუბნება რომ მისი ეშინია?

6. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადეთ ცნობილი პირი მსხვერპლს გაურბის? ან ღებულობს ზომებს, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი დაუყოვნებლივ აღიჭურვოს კამერებით მოსალოდნელი პროვოკაციისაგან თავის დაცვის მიზნით?

7. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადედ ცნობილი პირი მსხვერპლს თხოვს ფსიქოლოგებთან ერთობლივ სიარულს არასრულწლოვნის ინტერესების უზრუნველსაყოფად? სადაც მოძალადედ ცნობილი პირი დადის და მსხვერპლი არა.

8. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მსხვერპლს გამოძიების ეტაპზე, პირველ სამ გამოკითხვის ოქმში და საგამოძიებო ექსპერიმენეტის ოქმში ავიწყდება ძალადობის განხორციელების ფაქტის აღნიშვნა?

9. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, ბრალდებული განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას დაზარალებულად ცნობილი პირისგან?

10. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, 112-ში დარეკვისას ძალადობა განვლილი მსხვერპლი სასწრაფო ეკიპაჟის გამოძახების წინააღმდეგია?

და ასე, დაუსრულებლად შემიძლია ფაქტების აღნიშვნა, რომელიც თქვენთვის ცნობილ გამამტყუნებელ განაჩენებში არ მოიძებნება.“ - აღნიშნულია მიმართვაში.

შენიშვნა: palitravideo.ge წარმოგიდგინათ ადვოკატის მიმართვის ნაწილი, თეონა გვაზავას მიმართვა ვრცლად იხილეთ ბმულზე-