ინციდენტი სცენაზე - კეტი პერიმ პარალიზებული თვალის გახელა ვერ შეძლო, რის გამოც უცნაური შეთქმულების თეორიები გავრცელდა
მომღერალ კეტი პერის თაყვანისმცემლები შოკში ჩავარდნენ მას შემდეგ, რაც მომღერალმა ლას-ვეგასში, მისი ტურნეს ბოლო კონცერტის დროს მარჯვენა თვალის პარალიზება განიცადა და ვერ გაახილა.
იგი თვალის გახელას რამდენჯერმე შეეცადა, საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც. გუშინ გავრცელებული ვიდეოს მონაკვეთს ყველა პლატფორმაზე ათეულობით მილიონი ნახვა აქვს. დასავლური მედია კი აქტიურად წერს უცნაური შეთქმულებების თეორიებზე, რომლებსაც პერის ვიდეოს კომენტარებში, თითქმის ყველგან შეხვდებით.
საზოგადოების ნაწილმა თვალის პარალიზება “ვაქცინის გვერდით ეფექტად“ შერაცხა. უფრო მეტიც, ნაწილის აზრით, ის უცხოპლანეტელი, ე.წ. რეპტილოდია, რომელსაც ადამიანის გარეგნობა აქვს მორგებული და ამ შემთხვევაში უმტყუნა. ზოგი მიიჩნევს, რომ ის, არც მეტი, არც ნაკლები - დემონია...
უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ ვაქცინას თვალის პარალიზება უკუჩვენებაში არ უწერია და მსგავსი ფაქტი პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ინციდენტს, როგორც მაკიაჟის სპეციალისტები წერენ, კეტი პერის სცენაზე ხელოვნური წამწამები ჰქონდა დაკრული, მარჯვენა თვალზე წებო ბოლომდე არ იყო გამშრალი, რამაც აღნიშნული ფაქტი გამოიწვია.
LADbible ასევე წერს, რომ მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი ზარმაცი თვალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპეციალურ ვარჯიშებსაც აკეთებს.