loader

კადრები ფოთიდან, სადაც ამ წუთებში 22 წლის ახალგაზრდას ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ფოთიდან, სადაც ამ წუთებში 22 წლის ახალგაზრდას ეძებენ

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი სმენიათ.

ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა ზღვისკენ მიმავალ გზაზე დააფიქსირეს.

ამ წუთებში ზღვაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან მყვინთავები და მაშველები. ასევე, ხორციელდება სანაპირო ზოლის დათვალიერება.

შსს მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 115- ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: მაიკო ძაგანია