"უი, ეს რა კაი ვიდეოა... ინგას წინააღმდეგ არ ვდებ, ყველა ასე იქცეოდა'" - რა ვიდეოს აქვეყნებს თამარ ჩერგოლეიშვილი?
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ძველ ვიდეოს აზიარებს და წერს:
"უი, ეს რა კაი ვიდეოა (ინგას წინააღმდეგ არ ვდებ, ყველა ასე იქცეოდა, თქვენ თარგამაძის ღაპა-ღუპი უნდა ნახოთ "ვაზის აჩეხვაზე".)
აქ წარმოდგენილმა ცრუ დილემებმა შეაფერხეს და გააჩერეს საქართველოს მოდერნიზაცია. ყალბმა დილემამ. სიყალბემ, რომელსაც აყოლილი იყო მაშინდელი პოლიტიკური და მედია ელიტა. ვყვიროდით, რომ ცრუ დილემა იყო და ქართულ ღირებულებებსა და დასავლეთს შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობდა. მაგრამ არ გვისმენდნენ.
ზუსტად ასე ვყვირით ახლაც, რომ რასაც ადგილობრივი ტელემედია აკეთებს, დამღუპველია საქართველოს ევროპული მომავლისთვის - თითქმის 10 წელია ამას ვყვირით. დამღუპველია ჩრდილოვანი გავლენა, დამღუპველია ბიძინად და მიშად პოლიტიკური ველის გაყოფა, დამღუპველია მედიის მიერ რეალობის მანიპულაცია. მაგრამ ტელემედია მაინც თავისას უბერავს. კარგი ისაა, რომ ინტერნეტი არსებობს და ახალგაზრდებს იქ ველაპარაკებით".