loader

"სხეულზე 5 ჭრილობა მიაყენა და სასიკვდილოდ დაჭრა" - შსს-მ 2002 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სხეულზე 5 ჭრილობა მიაყენა და სასიკვდილოდ დაჭრა" - შსს-მ 2002 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, ის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე 5 ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა კ.ვ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ჯ.ზ., რის შემდეგაც ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.