"ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოდან" იტალიაში ტიტულოვან კლუბში რომ გადავიდა, რა განცდა დაგეუფლათ?" - დავით მათიკაშვილი ანა აბაშიძეს
არანაირი ავტორიტეტი არ არის არავინ, მათ შორის, არც გერმანიის ელჩი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩემთან პერსონალური მიმოწერა გაასაჯაროვა, დადო "ფეისბუქგვერდზე", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.
მმართველი პარტიის დეპუტატი დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა საქართველოში გერმანიის ყოფილი ელჩი ჰუბერტ ქნირში, რომელმაც განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „ამ დონემდე დაეშვნენ“, როდესაც მათ 2020 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენა გააკრიტიკეს.