ილჰამ ალიევისა და ირაკლი ღარიბაშვილის სადილი "შატო მუხრანში" და დამშვიდობება - რა ფოტოები ვრცელდება შეხვედრიდან?
აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად სადილი "შატო მუხრანში“ გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში უკვე დასრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ის ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გააცილა.
მთავრობის ადმინისტრაცია სადილისა და გაცილების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.