loader

“ქალ­მა წა­ა­გო სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ იმი­ტომ კი არა, რომ ის ქა­ლია, არა­მედ იმი­ტომ, რომ ვი­ღაც სხვის ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ქალ­მა წა­ა­გო სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ იმი­ტომ კი არა, რომ ის ქა­ლია, არა­მედ იმი­ტომ, რომ ვი­ღაც სხვის ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ქალი შარ­ლო­ტა ელე­ნა ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­თლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"რო­გორც ქა­ლის­თვის, ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია იმის ნახ­ვა, რაც პა­რას­კევს გა­უ­კე­თეს იმ ქა­ლებს, რომ­ლებ­მაც რე­ა­ლუ­რად გა­და­ი­ტა­ნეს ის, რაც ვი­ღა­ცამ ვი­თომ გა­ნი­ცა­და. ვწუხ­ვარ ყვე­ლა იმ ქა­ლის გამო, რომ­ლე­ბიც იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი არი­ა­ნ სა­სა­მარ­თლოს შე­დე­გით; ქა­ლე­ბის გამო, რომ­ლებ­საც გა­უჩ­ნდათ გან­ცდა, რომ მათ აღარ მო­უს­მე­ნენ.

ქალ­მა წა­ა­გო სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ იმი­ტომ კი არა, რომ ის ქა­ლია, არა­მედ იმი­ტომ, რომ ის სი­მარ­თლეს არ ამ­ბობს, ის ვი­ღაც სხვის ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა. თუ შენ მოჰყ­ვე­ბი ნამ­დვილ ამ­ბავს, შენ მო­გის­მე­ნენ, შენ­სას გა­ი­გე­ბენ“ - წერს შარლოტა ელენა.

ცნო­ბის­თვის, ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, სა­სა­მარ­თლო­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი.