loader

"ეგ სიურპრიზი არაა, ეგ შოკია... რამდენი ვიტირე" - სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება, 5-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული შვილი მშობლებს ხვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეგ სიურპრიზი არაა, ეგ შოკია... რამდენი ვიტირე" - სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება, 5-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული შვილი მშობლებს ხვდება

5-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული შვილის შეხვედრა მშობლებთან - სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება.

"არასოდეს გააკეთოთ ასე... მეც დამადგა ჩემი შვილი და კინაღამ გული წამივიდა... სჯობს, მშობლებმა იცოდნენ...

უფალს ვთხოვ, რომ ასე დაგვაბრუნოს ყველა ემიგრანტი ჩვენს სამშობლოში მალე, რა ბედნიერება...

რამდენი ვიტირე, მამის ქცევამ მართლა ამატირა. ასე რამდენია წასული, რამდენი შენატრის შვილს, მშობელს... როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, გვეშველება რამე?

ამას რა ჰქვია ახლა? მშობლის გახარება თუ გულის გახეთქვა? მაინც არ მესმის, ეს რა სიურპრიზია... ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ...

რამდენი ვიტირე, რა გინდოდათ...

არ მიყვარს ასეთი მოულოდნელი ჩასვლა, მე არ ვურჩევდი არავის. ძალიან ემოციურია...

ეგ სიურპრიზი არაა, ეგ შოკია...

ასეთი ემოციაც ძალიან მოსაფრთხილებელია...

მამა... უფალმა ყველა ემიგრანტი მშვიდობით დააბრუნოს", - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.