loader

ციმ­ბირ­ში, ქა­ლაქ ირ­კუტსკში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს შე­ე­ჯა­ხა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ციმ­ბირ­ში, ქა­ლაქ ირ­კუტსკში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს შე­ე­ჯა­ხა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან

ციმ­ბირ­ში, ქა­ლაქ ირ­კუტსკში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც 2 პი­ლო­ტი და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლურ პი­რე­ბი­ზე დაყ­რდნო­ბით მე­დია ავ­რცელბს.

ირ­კუტსკის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა იგორ კობ­ზევ­მა "ტე­ლეგ­რამ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვი ქა­ლაქ­ში ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლს შე­ე­ჯა­ხა.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პი­ლო­ტე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, სხვა მსხვერ­პლი კი არ ყო­ფი­ლა.

და­სავ­ლუ­რი მე­დია აღ­ნიშ­ნავს, რომ ექვს დღე­ში ეს უკვე მე­ო­რე მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტია. გა­სულ ორ­შა­ბათს, მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვი „Sukhoi Su-34” უკ­რა­ი­ნის მახ­ლობ­ლად, რუ­სე­თის ქა­ლაქ იე­ის­კში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც სულ მცი­რე 15 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.