"გუშინწინ ველაპარაკე და მითხრა, რომ..." - რას ამბობს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მიხეილ ყაფლანიშვილის მეუღლე, ია მელქაძე აცხადებს, რომ მეუღლეს დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე ელაპარაკა.
„ბოლოს, გუშინწინ, საღამოს 9 საათზე ველაპარაკე და მითხრა, რომ უნდა წასულიყვნენ "წითელი ზონა" არისო. მითხრა, გამორთული მექნება ინტერნეტიც, ტელეფონიც, არ ინერვიულო და როგორც კი გამოვალ დაგიკავშირდებიო. გუშინ საღამოს, 7 საათზე ვანო ნადირაძემ გამაგებინა, რომ დაიღუპა“, - აცხადებს ია მელქაძე „მთავარ არხთან“ საუბრისას.
გუშინ უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლუგანსკში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილია. უკრაინაში ომს ასევე ემსხვერპლა 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული.