8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა
ახალციხეში, სოფელ წნისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული დაზიანებებით ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.