loader

ვრცელდება ავარიის უმძიმესი კადრები - გარდაიცვალა 3 და დაშავდა 5 ადამიანი, გარდაცვლილები სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ავარიის უმძიმესი კადრები - გარდაიცვალა 3 და დაშავდა 5 ადამიანი, გარდაცვლილები სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან

პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

მომხდარის გარემოებები ზუსტდება.