პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 7 პირი
სამართალდამცავებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 7 პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის მიერ მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცების სახით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, 90 ვაზნა და მჭიდები ამოიღეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში 7 პირი დააკავეს. პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.