"სულ სისხლში იყო...საშინელი კვამლი იყო, მგონი ლიმონკა ესროლა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისის ცენტრში მომხდარ აფეთქებაზე
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქუჩაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა, დაშავებულია ერთი პირი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„აფეთქების ხმა გავიგე. დაშავებულიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.