"ახლა დავასახელებ 4 მათგანს... თქვენ გაქვთ რამდენიმე კვირა" - ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობის წევრებს - ვასილ ჩიგოგიძეს, ალექსანდრე დალაქიშვილს, ანტონ ობოლაშვილს და ისკო დასენს მოუწოდებს, ამხილონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში, დატოვონ უმრავლესობა და უზრუნველყონ „ქართული ოცნების" უმრავლესობის დაშლა პარლამენტში“.
როგორც ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი აღნიშნული დეპუტატების რუსულ კავშირებთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აგროვებენ.
მან ასევე, მოუწოდა ბიზნესმენებს - ვანო ჩხარტიშვილს, ირაკლი რუხაძეს, დავით ხიდაშელს და ოთარ ფარცხალაძეს, რომ გააკეთონ არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის.