loader

"ამის შემდეგ იერიშს ივანიშვილზე მივიტანთ... იმედი მაქვს, ეს კარგი ამბავია თავისუფალი საქართველოსთვის" - დავით არახამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამის შემდეგ იერიშს ივანიშვილზე მივიტანთ... იმედი მაქვს, ეს კარგი ამბავია თავისუფალი საქართველოსთვის" - დავით არახამია

"ამის შემდეგ იერიშს ივანიშვილზე მივიტანთ... იმედი მაქვს, ეს კარგი ამბავია თავისუფალი საქართველოსთვის" - უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

ვიდეო: "ტვ პირველი"