დომენიკ მანგოს კრიტიკული მიმართვა ემიგრანტებს - "ისეთი ლაჩარი ხარ, ჩანთა ჩაალაგე და მხდალურად გაიქეცი... აი, ესაა სიმართლე"
"სოფლები საერთოდ დამპალია, ქალაქები სოფლადაა ქცეული. ქვეყანაში იმდენად დეფიციტია ქართველის, თვალში გხვდება რუსი და ვეღარც გაამტყუნებ... მართლა ცარიელი და გაჩანაგებული ხომ არ იქნება, თქვენს ადგილზე სხვები დგებიან. არავინ თქვას, რომ რამე მიზეზი არსებობს საკუთარი ქვეყნის მიტოვების. თუ შენს ქვეყანაში არ მოგწონს მდგომარეობა, ამას ბრძოლა სჭირდება და ისე შექმნა სჭირდება, როგორიც სხვა ქვეყნებში მოგწონთ" - დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს