"სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოებს იღებენ" - რას წერს ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი?
ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე,სოციალურ ქსელში წერს:
"სავარაუდოდ ხვალ ნიკოლოს ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.ამ წუთებში კი, სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოებს იღებენ. ტოტალურია ქალთა მიმართ სიძულვილი. აქ სუნთქვაც ჭირს. არ ვიცი ამ გარემოში როგორ შეიძლება ვინმემ ობიექტურობა შეინარჩუნოს" - წერს ანა აბაშიძე.