უმძიმესი შემთხვევა ხულოში - 42 წლის მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში 42 წლის მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ხეს ჭრიდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
ფოტო არ შეესაბამება მომხდარ ფაქტს.