loader

"პანიკაში ჩავვარდი, დავიწყე ყვირილი" - ბავშვების გატაცების მცდელობა ბათუმში? რას ჰყვება დედა, რომელიც საეჭვო ფაქტს შეესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პანიკაში ჩავვარდი, დავიწყე ყვირილი" - ბავშვების გატაცების მცდელობა ბათუმში? რას ჰყვება დედა, რომელიც საეჭვო ფაქტს შეესწრო

საგანგებო გაფრთხილება არასრულწლოვნების მშობლებს. ბათუმსა და ხელვაჩაურში შუახნის მამაკაცი არასრულწლოვნებს აშინებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მშობლების ჯგუფში ვრცელდება. ეს ამბავი ბათუმში თითქმის ყველამ იცის, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბრისგან ყველა თავს იკავებს. პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ბათუმსა და ხელვაჩაურში ბავშვების დაშინებისა და მოტაცების მცდელობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

არის თუ არა საფრთხე რეალური? ჩვენ რამდენიმე მშობელს ვესაუბრეთ, თუმცა საჯაროდ საუბარი მხოლოდ ერთმა მშობელმა გადაწყვიტა, რომელიც "პალიტრავიდეოსთან" საუბარში ამბობს, რომ საკუთარი თვალით დაინახა უცხო მამაკაცი, რომელიც მის არასრულწლოვან შვილს მიუახლოვდა.