loader

"დავინახე, წითლებში ჩაცმული კაცი იყო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმში სისხლიან გარჩევაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავინახე, წითლებში ჩაცმული კაცი იყო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმში სისხლიან გარჩევაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბათუმში, 19 წლის ბიჭი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა.

ექიმების განცხადებით, მას თავისა და გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობები მიყენებული. კლინიკის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

წუხელ, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა ბიჭს ესროლეს. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.